logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია: NDI-ის გამოკითხვების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატი მმართველია კიმ ჩენ ინი!
- +

13 აპრილი. 2016. 22:44

 

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია NDI-ის კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარს აქვეყნებს.

 

„NDI-ის გამოკითხვების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატი მმართველია ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი მარშალი კიმ ჩენ ინი."

 

 

ხვალ რომ არჩევნები  იყოს,  ვის  მისცემდით  ხმას? - NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.


მოსახლეობის უმრავლესობა (61  პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ  აქვს გადაწყვეტილი, თუ  რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს  მხარს; 

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას"  მისცემდა  ხმას, 13  პროცენტი  -"ერთიან  ნაციონალურ  მოძრაობას",  6  პროცენტი  - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი  - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს". 


რაც შეეხება პარლამენტს, კველევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს  საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. ასევე, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ   არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.



 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner