ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია NDI-ის კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარს აქვეყნებს.
„NDI-ის გამოკითხვების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატი მმართველია ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი მარშალი კიმ ჩენ ინი."
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.
მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს;
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 13 პროცენტი -"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 პროცენტი - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
რაც შეეხება პარლამენტს, კველევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. ასევე, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.