იაპონიას ტაიფუნი „თამილი" უტევს. სინოპტიკოსების ცნობით, ადგილებში, სადაც ტაიფუნი გაივლის, შესაძლოა, დღის განმავლობაში 350 მმ ნალექი მოვიდეს. სპეციალისტები მეწყრის ჩამოწოლასაც არ გამორიცხავენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შორ მანძილზე მგზავრობისგან და ზღვაში არ შევიდნენ.