დამოუკიდებელი სამედიცინი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გამაოცა და გამაბრაზა „რესპუბლიკელი" ქალბატონების წინასაარჩევნო კლიპმა: უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე არის მოწოდებული ღია ბრალდებები ქართული ეკლესიის ყველა რგოლის მიმართ, და ეს ბრალდებები ქართული ეკლესიის დაფინანსების შეცვლის წინასაარჩევნო იდეითაა შეფუთული!
„რესპუბლიკელების" კლიპი რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა დაკარგვას ემსახურება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს დანაკარგი ეკლესიის ღია და აგრესიული დისკრედიტაციის ფასად უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ამ პარტიადწოდებული აგრესიული ენჯეოსათვის! რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპის ფორმა (იდეას არ განვიხილავ) შეურაცხყოფს ჩემი, როგორც მართლმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს!
თუ თქვენც ასეთივე განწყობა გაქვთ, შესაძლებელი იქნება, მოვითხოვოთ ქართული ეკლესიის მადისკრედიტებელი კლიპის ფორმის „გადახედვა", - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.