ქალაქ ანტალიაში, ტურისტებით სავსე ავტობუსმა მართვა დაკარგა და 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ტურისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 27 ტურისტი იმყოფებოდა, მათგან 2 ადგილზევე დაიღუპა, უმეტესობამ კი დაზიანებები მიიღო. მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.
ავარიის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.