ჩინეთის ქალაქ სიემენში ახალი აბრეშუმის გზის განვითარების სიმპოზიუმი გაიმართა, სადაც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გამოვიდა.
,,ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც სავარაუდოდ ძალაში წლის ბოლომდე შევა. ამის გარდა, ჩვენ დასაწყისიდანვე მხარდამჭერები ვართ ახალი აბრეშუმის გზის ინივიატივის, რომელიც ჩინეთის მთავრობამ წამოიწყო. ამ ბაზაზე გვსურს, რომ გავააქტიუროთ ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზა გლობალური ინიციატივაა და აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. ,,აბრეშუმის გზა გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას,-‘'განაცხადა ნინო ჯავახაძემ.