„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მოვუწოდებ ტელევიზიებს აღარ გაუშვან რესპუბლიკური პარტიის კლიპი, რომელიც მიმართულია საპატრიარქოს დისკრედიტაციისკენ. რესპუბლიკური პარტია არის მებრძოლ უღმერთოთა კავშირის იდეების გამტარებელი, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ღმერთს და ეკლესიას", - წერს მჟავანაძე.