სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში ბრუნდება. სილვიო ბერლუსკონიმ თანამდებობა 2011 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამჯერად ბერლუსკონის სურს, მარტში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე Forza Italia-ს ჩაუდგეს სათავეში. თანაპარტიელებთან შეხვედრაზე ბერლუსკონიმ პროევროპული ხედვა წარმოადგინა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ცენტრისტი მემარჯვენეები გაიმარჯვებენ", - განაცხადა 81 წლის პოლიტიკოსმა.
გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერლუსკონის პოლიტიკური თანამდებობის დაკავება 2019 წლამდე აკრძალული აქვს, თუმცა ყოფილმა პრემიერმა ეს შეზღუდვა სტრასბურგში გაასაჩივრა. ვერდიქტი ნოემბერში გახდება ცნობილი.