logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ის გიგი უგულავა იყო, მე უგულავა გიგილო ვარ, გამოვიცვალე - მიშასაც კი ჯართს ვეძახიო!
- +

18 სექტემბერი. 2017. 00:01



მოკლედ, გიგი უგულავა მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროწიალობს და არც თბილისი რჩება უყურადღებოდ. ნუ, ეხლა, საქართველო კი არის მამული, მაგრამ მისი დედაქალაქი მაინც სულ სხვაა მისთვის. ბოლოს და ბოლოს, ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის იჯდა ციხეში, მისი აღმშენებლობისთვის გაამწესეს ვირის აბანოში. ისე, სიტყვის მასალად ვამბობ „ვირის აბანო"-მეთქი, თორემ, როცა ეგ მატროსოვის გისოსებს მიღმა შეაგდეს, ის უკვე სასტუმრო „მატროსოვი" იყო. აღარ მოვყვები ციხის დღევანდელ პირობებზე, ეგ სხვა თემაა, ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ ბატონი გიგილო დადის, დადის, დადის და ზედ დაჰფოფინებს თითოეულ კედელს, ჭერს, ღობეს, ყორეს, გაყვანილობას, გამოყვანილობას, გზას, შარას, ორღობეს... დადის, ეკითხება ხალხს, ჯამაათს, სწავლობს, აკვირდება, თან ელენე ხოშტარიას აპიარებს, უფრო სწორად, აპარებს საუბარში, აირჩიეთო, ფორმალურად ეგ იქნება, სინამდვილეში კი მე ვიქნებიო. ზოგიერთი ეკითხება: შენ ხო უკვე იყავი, მილიონები მოიპარე და ამიტომაც წაგაყუდესო? იიიჰ, არა, ის გიგი უგულავა იყო, მე უგულავა გიგილო ვარ, გამოვიცვალე, ხელახლა დავიბადე და გამოვსწორდი, ხომ ხედავთ, მიშასაც კი ჯართს ვეძახიო. რამდენიმე დღის წინ გიგილო თავის „პადელნიკთან" ერთად ქალს მიადგა, დაუწყო „კაჩავი" - ჩემი მერობის დროს ზემოთ ეს ბზარი იყოვო?


- ჰო, იყო, მა არ იყო?! - მიუგო ქალმა.


- ვააახ, ეს როგორ გამომეპარა, ტო? - გადაულაპარაკა გიგილომ „პადელნიკს".


- ეს ბზარი შენ დროს გაჩნდა, მილიონჯერ მოგაკითხე, განცხადებებიც დავწერე, მაგრამ ფეხებზე დაიკიდე! - გათამამდა ქალი.


- მართლა? მაპატიეთ, ქალბატონო, მაშინ მართლა არ მეცალა, ეხლა მიგულეთ მთავარ მარკშეიდერად, დამავალეთ, მხოლოდ ერთხელ დამავალეთ!


- დაგავალო, თორემ რა უნდა გამიკეთო? თანამდებობა შენ აღარა გაქ და კაბინეტი!


- ელენეს მიეცით ხმა და კაბინეტი ისევ მექნება.


- ვერა!


- ისე, დავიჯერო, ჩემ დროს მართლა იყო ეს ბზარი?


- იყო, იყო, მა არ იქნებოდა?!




გელა ზედელაშვილი










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner