18 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და შენობაში დასრულებულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. კულტურის მინისტრი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდება და პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.