იურისტი ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოვუსმინე ალეკო ელისაშვილის სატრანსპორტო კონცეფციის მიმართულებებს... მცდარია. 3-ანსაც ვერ ქაჩავს. ნამდვილად არ მიხარია. დიდი დრო ჰქონდა ამისთვის. შესაძლებელია, არ იცოდეს (არც შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იცოდეს), მაგრამ დავინახე ის, რომ გუნდიც არ ყავს, ვინც ამ და სხვა საკითხებზე იმუშავებდა. სხვა საკითხებს იმიტომ ვახსენებ, რომ ტრანსპორტი მიბმულია იმ მიმართულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის მომავალს. „როცა უტევ, უკეთ უნდა მოემზადო". ჟან-ჟაკ რუსო", - წერს ნიკო კახეთელიძე.