logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი რაკეტა“ შეარქვა
- +

18 სექტემბერი. 2017. 00:52



შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი მოუფიქრა და მას „ადამიანი რაკეტა" უწოდა.


როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბრისას „ადამიანი რაკეტა" მოიკითხა.


აღსანიშნავია, რომ ამავე სატელეფონო საუბრის დროს ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner