logo_geo
eng_logo
„ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება“ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებზე
- +

18 სექტემბერი. 2017. 00:59


 

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებს აფასებს და აცხადებას, რომ ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება. პეტრ პაველის განცხადებით, წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა.


NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია.


რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წვრთნებში 12 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე სამხედროთა რიცხვი 100 000-ს აღწევს.

 

„მოვახდინეთ ძალების კონცენტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გვყავს სამხედროები შავ ზღვაზე და ნებისმიერი ინციდენტისთვის მზად ვართ", - აცხადებს პეტრ პაველი.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner