logo_geo
eng_logo
ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილმა ტროპიკულმა შტორმმა „მარია“ ქარიშხლის დონეს მიაღწია
- +

18 სექტემბერი. 2017. 12:29



ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი ტროპიკული შტორმი „მარია" ქარიშხლის დონემდე გაძლიერდა და კარიბის აუზის კუნძულებისკენ მიემართება.


ქარიშხალ „ირმასგან" დაზარალებულ კუნძულ ბარბადოსისგან „მარიას" ახლა მხოლოდ 225 კილომეტრი აშორებს. ქარის სისწრაფე საათში 130 კილომეტრს აღწევს და სტაბილურად იზრდება.


პუერტო-რიკოს ხელისუფლება სტიქიისთვის უკვე ემზადება.


ზოგიერთი მონაცემებით, „მარია" „ირმას" მარშრუტს ზუსტად იმეორებს, მაგრამ მისი ზუსტი მიმართულების დადგენა შეუძლებელია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner