განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში"- საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ეკა ტყეშელაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესი" წერს.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ მიხეილ მაჭავარიანს შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი საარჩევნო სიებია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკა ტყეშელაშვილი სიაში მასთან შეუთანხმებლად ჩასვა, რასაც მისი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც
ცნობილია ეკა ტყეშელაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, რის შემდეგაც კონფლიქტი მასსა და მიხეილ მაჭავარიანს შორის მოხდა. ამ თემაზე "მარშალპრესი" პარტიის წევრებს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. როგორც "მარშალპრესს" წყარომ განუცხადა, ეკა ტყეშელაშვილისთვის "ნაციონალური მოძრაობა" დაბალრეიტინგული პარტიაა და მას აღარ სურს სიაში ყოფნა. წყაროს თქმით, კამათის დროს ტყეშელაშვილმა მაჭავარიანს უთხრა, რომ სხვა გეგმები აქვს და აღარ აპირებს არჩევნების დროს პარტიის სახედ დარჩენას. ეკა ტყეშელაშვილის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მისი საარჩევნო სიაში ყოფნის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო.