ლონდონის მეტროს სადგურ „პარსონს გრინში" მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოსურათები ვრცელდება.
„Skynews"-ის ცნობით, შაბათს, ღამით, ერთ-ერთ მაღაზიაში პოლიციელების მიერ დაკავებული პირი 21 წლის იაჰია ფარუხია.
კიდევ ერთი ბრალდებული, 18 წლის მამაკაცი პოლიციამ შაბათს დილით დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ მან განათავსა პარასკევს მეტროს ვაგონში მოწყობილობა.
ორივე ახალგაზრდა ბრიტანელი წყვილის, პენელოპა და რონალდ ჯონსების სახლში ცხოვრობდა. ჯონსების წყვილი საყოველთაოდ არის ცნობილი და უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მათ 300-მდე ბავშვი, მათ შორის 8 ლტოლვილი აღზარდეს.