logo_geo
eng_logo
რას ჰყვება ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შესახებ?
- +

13 აპრილი. 2016. 23:44



ტელეწამყვანისა და მსახიობის შორენა ბეგაშვილის შვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაწერენ.


როგორც პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა („მამულიჩამ") ჟურნალ "სარკეს" განუცხადა, ევას მდგომარეობა სტაბილურია.


"ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა.

 

საავადმყოფოდან ალბათ, მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოწერენ და სერიოზულის სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ", - აღნიშნავს მამულაშვილი.


მისივე თქმით, ექიმების რჩევის საფუძველზე შორენა გადაწყვეტს, სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის თუ საზღვარგარეთ.


- ორი თვე წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ ფეხზე გაივლის, გავიმეორებ, რომ ღვთის წყალობით ფეხებში მგრძნობელობა აქვს",-ამბობს მამულაშვილი.


- ამ დიდი სტრესის შემდეგ შორენა როგორ გრძნობს თვის?


- ახლა უკეთესად არის. ამ ამბის შემდეგ როგორ იქნება?


- ბავშვი რას ყვება, ეს შემთხვევა როგორ მოხდა?


- ვიცი, რომ ფეხი აუსრიალდა და გადავარდა.


შორენა ბეგაშვილის შვილი მეხუთე სართულიდან 26 მარტს გადმოვარდა. მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა.



წყარო: etanews.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner