logo_geo
eng_logo
პეტერ პაველი: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დიდი ომისთვის მზადებას ჰგავს
- +

18 სექტემბერი. 2017. 15:26



NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტერ პაველის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „დასავლეთი-2017" დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს.

 

„ზოგადად ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დიდი ომისთვის სერიოზული მომზადებაა. თუ წვრთნებს რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ, არანაირი შეშფოთების საბაბი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ თუ ჩვენ ამას უფრო ფართოდ შევხედავთ, ამაში არის შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან ეს წვრთნები არცთუ ისე გამჭვირვალეა", - განაცხადა პეტერ პაველმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner