NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტერ პაველის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „დასავლეთი-2017" დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს.
„ზოგადად ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დიდი ომისთვის სერიოზული მომზადებაა. თუ წვრთნებს რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ, არანაირი შეშფოთების საბაბი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ თუ ჩვენ ამას უფრო ფართოდ შევხედავთ, ამაში არის შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან ეს წვრთნები არცთუ ისე გამჭვირვალეა", - განაცხადა პეტერ პაველმა.