საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს და გადაცემა „პრიორიტეტში" აღნიშნავს, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ოდითგანვე „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებოდა.
„რეალურად საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობასთან მუდმივად ასეთ კვლევებზე დამოკიდებულნი გახადონ ქართველი ამომრჩეველი. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის მიმართ ყოველთვის გამოვხატავდით უნდობლობას იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, ეს არის ჯგუფი რომელიც დავაჟკაცდა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს და პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს."- განაცხადა კვაჭანტირაძემ.