ლვოვის სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. აქციაზე გამოფენილია ტრანსპარანტები „მიშა, წადი".
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკრაინაში ცოტა ხანში დაიწყება. სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.