logo_geo
eng_logo
ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია
- +

18 სექტემბერი. 2017. 18:22



ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია.


„წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის და შეფასების შემდეგ სასამართლომ, დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა, მტკიცებულებები კი დასაშვებად სცნო. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავით საყვარელიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს", - ნათქვამია ლვოვის ოლქის სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.


გამოძიება დავით საყვარელიძეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ჯგუფის მიერ), 332-ე (სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა) მუხლებით და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner