logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ნაცებში დიდი განხეთქილებაა!
- +

18 სექტემბერი. 2017. 18:45


 

„სააკაშვილის უკრაინაში შეჭრით თუ შეყვანით, „ნაცმოძრაობამ" მართლაც „დოპინგი" მიიღო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ნაცებში დიდი განხეთქილებაა!" - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. აქვე, მჟავანაძე ნიკა მელიას განცხადებას დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

 

„ამის უტყუარი დასტურია, რომ ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილს ყაჩაღი და ქურდი უწოდა. ამას დავუმატოთ ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება - პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს არ იძიებსო! ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ერთმანეთთან კავშირშია და არ გამოვრიცხავ, რომ კომპანია „მეგის პიქჩერსმა", ანუ მეგის ქარდავამ, რომელიც სააკაშვილის გავლენის ქვეშ გახლავთ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სკანდალური ვიდეო, აუდიო ან ფოტომასალა გამოაქვეყნოს!

 

აშკარაა, კეზერაშვილი სააკაშვილს ხელიდან გაუსხლტა და ვირთხების სხვა განშტოებას აფინანსებს! აქედან გამომდინარე, სააკაშვილი კეზერაშვილის სამაგალითოდ დასჯას შეეცდება, რათა ურჩობა სხვა ბიზნესმენებმაც არ გაბედონ და მას დაფინანსების წყაროები არ გადაუკეტონ! ხოლო სააკაშვილს რომ კეზერაშვილზე კომპრომატები ექნება, ამაში ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება? თავად ნიკა მელიამ თქვა, რომ კეზერაშვილი ბინძურ გარიგებებში იყო შესული", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner