logo_geo
eng_logo
სტუდენტობის მსურველებს შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ
- +

13 აპრილი. 2016. 23:48



სტუდენტობის მსურველებს შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ. „კურიერის" ინფორმაციით, მასშტაბური რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პრემიერი პრეზენტაციას უახლოეს მომავალში აპირებს.


ეროვნული გამოცდების გაუქმებას განათლების მინისტრი არ ადასტურებს და სხვა საგამოცდო სიახლეებზე საუბრობს.


გამოცდების ეროვნულ ცენტრში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ გამოცდების ფორმა 2016 წლისთვის არ შეიცვლება და  წლევანდელი გამოცდებისთვის მზადება სიახლეების გარეშე მიმდინარეობს.


არსებული სისტემის შეცვლის წინააღმდეგი  არ არიან ექსპერტები, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სკოლის გამოცდების მოდიფიცირება და ეროვნული გამოცდების სრულად გაუქმება კორუფციის რისკებს გააჩენს.


სკოლებში კორუფციის დაბრუნების საშიშროებაზე მიუთითებს ოპოზიციაც, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რეფორმის ფარგლებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ.


შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოქმედი მოდელი 2005 წლიდან მუშაობს და ის მსოფლიო ბანკის ანტიკორუფციულ რეფორმათა ჩამონათვალშია.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner