logo_geo
eng_logo
„უკრაინის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ოდესის ექს-გუბერნატორის ქვეყნიდან გაძევების მექანიზმი აამოქმედოს!“
- +

18 სექტემბერი. 2017. 20:48


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მარკიან გალაბალა აცხადებს, რომ ლვოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინიდან გაძევების მექანიზმი აამოქმედოს.


როგორც გალაბალამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევონ, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.


ლვოვის ოლქის მოსტისკას რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.


ოდესის ყოფილ გუბერნატორს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner