logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხას ბოსტანში კაი გვარიანად ბნელა და ჰგონია, სხვებიც ვერაფერს ხედავენ!
- +

18 სექტემბერი. 2017. 22:09


მიხა სააკაშვილი ჩვეულ ფორმაშია. მას შეუძლია, 24 საათის განმავლობაში ამტკიცოს, რომ მაწონი შავია, „ფეჩი" გარმონია, კიტრი ლურჯია და რაც მთავარია, კრავის სახე მიიღოს, თითი ზეცისკენ აღაპყროს, თვალები წმინდანივით მინაბოს და განაცხადოს: ვინაიდან და რადგანაც, ვირი მოუკვდა მაგდანას, პოლონელმა თქვა და ამერიკელმა დაამტკიცა, მე სახელმწიფო საზღვარი არ დამირღვევიაო:


„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრისაგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა მომხრეებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში სჭირდებათ სიცრუე, ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ, რა მოხდება, მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია".


გაიგონეთ? ჯერ ის აუწყა მთელ უკრაინას, პრეზიდენტი რომ ვიყავი, ფარული ჩაწერა აკრძალული იყოო, ახლა იძახის, საზღვარი ღიღინით გამოვიარე, სულაც არ დამირღვევია, ყველაფერი მოგეჩვენათო. თან ნახეთ, როგორ ტექნიკურად იტყუება, პოლონეთის საზღვარი არ დამირღვევია და შესაბამისად, ვერც უკრაინის საზღვარს დავარღვევდიო. მოკლედ, მიხას ბოსტანში კაი გვარიანად ბნელა და ჰგონია, სხვებიც ვერაფერს ხედავენ!



 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner