logo_geo
eng_logo
ზუგდიდში უეფა-ს სტანდარტების სტადიონი ოქტომბერში გაიხსნება
- +

19 სექტემბერი. 2017. 00:51


ზუგდიდში, ენგურკომბინატის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. წლებია, რაც საქართველოში სტადიონების მშენებლობა ვერ ხერხდება. ბათუმში ცენტრალური არენა 2006 წელს დაანგრიეს და არაერთი კონკურსისა და ტენდერის მიუხედავად, ზღვისპირა ქალაქს სტადიონი არ ეღირსა. ასეთივე მდგომარეობაა ფოთში, სადაც „ფაზისის" განახლებას 2009 წლიდან ელიან - საამისოდ სამი ტენდერი ჩაატარეს, მაგრამ სტადიონი ჯერ აშენებული არ არის.


ზემოაღნიშნულის გამო, ზუგდიდის სტადიონის პერსპექტივასაც სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი არენის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება - ბოლო ცნობით, სტადიონზე სკამების მონტაჟი და მინდვრის საფარის დაგება მიმდინარეობს.


პირველი ეტაპი ანუ 7 200 მაყურებელზე გათვლილი მთავარი არენის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპზე, 2018 წლისთვის სათადარიგო სტადიონის (1 750 ადამიანს დაიტევს) აგებაც იგეგმება. ჯამში, საფეხბურთო არენაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner