logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: თუ ისეთი დღე დაუდგა საქართველოს, რომ დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარულია, დაქცეულა ეს ქვეყანა!
- +

13 აპრილი. 2016. 23:59



„შედეგების გამოქვეყნების მთლიანი სცენარიც და რეჟისურაც აბსოლუტურად ემთხვევა იმ გამონათქვამებს, იმ  პოზიციებს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აფიქსირებენ ტელე-ეთერებში."- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა „პრიორტეტში" განაცხადა.


კვაჭანტირაძის შეფასებით NDI-ს კვლევები პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა და ეს საზოგადფოებას შეურაცხყოფს.



 „ასეთი ირონიული, თუნდაც სარკაზმული მეტაფორა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოვიყენე, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რასაც ეს კომპანია კვლევების შედეგად აქვეყნებს, არჩევნებში სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ. ეს ე.წ. გამოკითხვები „ნაციონალური მოძრაობის" თურმანიძის მალამო გახდა, რომელსაც ძალიან უხვად მოიხმარს ნაციონალური მოძრაობა. ვიცით რომ, ამ მალამოს აქვს აბსოლუტურად ცუდი უკუჩვენება თვითონ ამ მომხმარებლისთვის და ეს უკუჩვენება მკაფიოდ ვლინდება საპარლამენტო არჩევნების დროს.  დავინახავთ ყველა თვალნათლივ, რომ ოქტომბერში იგივე შედეგი დადგება! "-განაცხადა კვაჭანტირაძემ.



უმრავლესობის ლიდერის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია, რომ როგოც პოლიტიკოსი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის პოპულარული იყოს და ეს შეუძლებელიცაა.



„ზოგიერთებივით არ მაქვს პრეტენზია ვიყო ძალიან პოპულარული ან ჩემი საქმიანობით მომხიბვლელი ადამიანი ყველასთვის, მაგრამ, ის რასაც ეს კომპანია დებს შედეგების სახით, უბრალოდ სასაცილოა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

 

თუ ისეთი დღე დაუდგა საქართველოს, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს უფრო მეტი პოპულარობა გააჩნია, მაშინ დაქცეულა ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა დავით ბაქრაძეს ვგულისხმობ. ეს იყო აბსოლუტურად ცინიკური დადგმა, არც ამ კომპანიამ გააკეთა."- განაცხადა კვაჭანტირაძემ.   


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner