logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ს ბირთვული შეთანხმების შეწყვეტა ძვირი დაუჯდება!
- +

19 სექტემბერი. 2017. 01:49


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ბირთვული შეთანხმების შეწყვეტა ძვირი დაუჯდება. ჰასან როუჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმების ჩაშლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შედეგებს არ მოუტანს და მხოლოდ ვაშინგტონისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას შეამცირებს. ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანთან ბირთვული შეთანხმების შეწყვეტა ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის საფუძველს დააკარგვინებს.

 

„აშშ მაღალ ფასს გადაიხდის, თუ შეთანხმებიდან გავა. არ მგონია, რომ ამერიკელებს სურთ, გადაიხადონ ასეთი მაღალი ფასი იმაში, რაც მათ სარგებელს არ მოუტანს.

 

გაითვალისწინეთ, აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, რატომ უნდა დახარჯოს ჩრდილოეთ კორეამ დრო და აშშ-სთან დიალოგი აწარმოოს, თუკი მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და პოტენციური შეთანხმების შემდეგ, ახალი ამერიკული ადმინისტრაცია შეიძლება განზე გადგეს და შეთანხმება დატოვოს", - განმარტა ჰასან როუჰანიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner