logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი“ ნახეს?!
- +

19 სექტემბერი. 2017. 02:26


აკადემიკოსი და ყოფილი პარლამენტის დეპუტატი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჯაველიძე გამოცემასთან უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილს „შეშინებულ კურდღელს" ამსგავსებს.


„სააკაშვილი გმირი კი არა, ჩასვრილი კურდღელია. რომელიც ხალხის მასამ ძალით გადაათრია საზღვარზე! ხომ ყველამ ნახა, რა შეშინებული თვალებით იყურებოდა, სად მიგყავართო?! 2003 წლის ნოემბერში მაქვს ნანახი მიშიკოს ასეთი თვალები, როდესაც ხალხის მასამ შემოიტანა პარლამენტში ! მე ხომ იმ დარბაზში ვიჯექი. ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა გორში, თვითმფრინავი რომ მოელანდა და შიშისგან ცხვირით მიწა ხნა! ეს გაბრუებული ნარკომანი სააკაშვილი რომელი „გმირი" ნახეს?! მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ უბედურს იყენებენ, მისი ამერიკელი პატრონები! სააკაშვილს, როგორც ლიმონს, ბოლომდე გამოწურავენ და სანაგვეზე მოისვრიან! უკრაინაში აყვირებენ ცოტა ხანს და მორჩება მისი ეპოპეა! სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ხალხი ცოცხლად გაპუტავს! „ნაცებსაც" ზედ მიაყოლებენ! „ნაცი" ნიშნავს საქართველოს მოღალატეს, დამნაშავეს, ადამიანის მწამებელს, მტერს!" - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner