„ციკლიდან „მიშა მტერსაც კი არ უსმენდა" - წერს სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ აუცილებელი გახდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის, აგრეთვე სხვა შენობა-ნაგებობების გაწმენდა (უწმინდურებისგან კურთხევას ან დალაგებას არ ვგულისხმობ) მოსასმენი აპარატებისგან, ყველგან, თუ სადმე ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს, ან ვერც წარმოიდგინოს, მოსასმენი აპარატურა იდგა. იდგა კაბინეტებში, მოსწევ ადგილებსა თუ საპირფარეშოებში, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, საშხაპეებში, თავად კომპიუტერებში, კლავიატურებში... მოკლედ, ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ცოტა რთული სამუშაო აღმოჩდა ასეთი „დასუფთავება" და ქართული მხარე იძულებული გახდა, ესტონელი სპეციალისტები მოეწვია. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ასანთის ღერის ხელა ჩიპებმა ორი კარტოფილის ტომარა გადაავსო, აღმოჩენილ იქნა სხვა სახის მოსასმენებიც, რომლითაც თავად მომსმენებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგის-ბაჩანასაც უსმენდნენ..." - წერს თოფურია.