logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფრიძე: NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, NDI-ის კვლევების არ სჯერა 90 %-ს...
- +

14 აპრილი. 2016. 00:25



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე NDI-ის გამოკითხვის შედეგებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:


NDI-ის გამოკითხვის მიხედვით NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა 90 %-ს, 10 %-ს უნდა რომ დაიჯეროს, მაგრამ ვერ იჯერებს!"



ხვალ რომ არჩევნები  იყოსვის  მისცემდით  ხმას? - NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.


მოსახლეობის უმრავლესობა (61  პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ  აქვს გადაწყვეტილი, თუ  რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს  მხარს;  მათ  შორის გადაწყვეტილება არ მიუღია ამომრჩევლების ნახევარს, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.


კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას"  მისცემდა  ხმას, 13  პროცენტი  -"ერთიან  ნაციონალურ  მოძრაობას",  6  პროცენტი  - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი  - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს". 

რაც შეეხება პარლამენტს, კველევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს  საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. ასევე, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ   არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner