პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე NDI-ის გამოკითხვის შედეგებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
„NDI-ის გამოკითხვის მიხედვით NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა 90 %-ს, 10 %-ს უნდა რომ დაიჯეროს, მაგრამ ვერ იჯერებს!"
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.
მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაწყვეტილება არ მიუღია ამომრჩევლების ნახევარს, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 13 პროცენტი -"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 პროცენტი - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
რაც შეეხება პარლამენტს, კველევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. ასევე, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.