logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: ეს კლასიკური პოლიტიკური ანეკდოტია...
- +

14 აპრილი. 2016. 00:38


 

NDI-ის კვლევა რეალობას არ შეესაბამება. ეს სოციოლოგია არ არის. ეს NDI-ის ხელში არსებული მანიპულაციის ინსტრუმენტია, რომელიც კონკრეტული განწყობების დანერგვას და პოლიტიკური პროცესების მართვას ემსახურება" - განაცხადა სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


"აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ სხვა ქვეყნის ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის პირდაპირ მანიპულაციას ახდენდეს და პოლიტიკური დღის წესრიგს კარნახობდეს. შედეგების მიხედვით, NDI პრაქტიკულად უშვებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსი აქვს, რაც ყველა სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას ეწინააღმდეგება."


მისივე თქმით, NDI ამბობს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, არავის არ უნდა გაუკვირდეს, ყველაზე სიმპატიური და სექსუალური პოლიტიკოსი ბაქრაძეა, ჩვენ პესიმიზმი გვახასიათებს და ქვეყანაში, მთელ რიგ დარგებში სრული კატასტროფაა.


„კვლევაში მარტივად იკითხება, თუ რომელი ფლანგის პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს ეს ორგანიზაცია და რომლის არდაშვება სურს პარლამენტში. გარკვეული ძალების ინტერესშია, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის პულსიც არ ისინჯება, პარლამენტში აღმოჩნდეს და ამ პარტიით სხვა ძალების ჩანაცვლება მოხდეს. ის, რომ თურმე, "ლეიბორისტული პარტიის" რეიტინგი, "პატრიოტთა ალიანსისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგს აღემატება", კლასიკური პოლიტიკური ანეგდოტია", -განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner