logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თქვე კიტრებო, რატომ ცრუობთ?!
- +

19 სექტემბერი. 2017. 20:16


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო ზოგიერთო ფარისეველო, ნუ მოიქცევით ვინმე დავით ზირაქიშვილივით, ნუ წაიღებთ ჩემს პუბლიკაციებს თქვენს გვერდზე და ნუ მაგინებთ ჩიქორთული ქართულით მაშინ, როცა პირადში მემეგობრებით. ჩემი გვერდი გახსნილია ყველასთვის, საჯაროა, თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, მომწერეთ, არ არის პრობლემა!

 

ეს ერთი... ახლა მეორე - ნუ იტყუებით ზოგიერთნი, რომ პირადად ძალიან კარგად მიცნობთ და იცით, როგორი ნაძირალაც ვარ. მართლა რომ მიცნობდეთ, კიდევ ჰო, შეიძლება მეც დავიჯერო, მაგრამ როცა წარმოდგენა არ გაქვთ, თქვე კიტრებო, რატომ ცრუობთ?!"- წერს გელა ზედელაშვილი.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner