logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: თურმე, ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უსუფაშვილი სააკაშვილის დონეზეა, ივანიშვილი კი, სძულთ...
- +

14 აპრილი. 2016. 00:39


პარლამენტის ვიცესპიკერის  მანანა კობახიძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, NDI-ის კვლევებს არავინ ენდობა.


„ის ორგანიზაციები, რომლებიც ველზე უშუალოდ მუშაობენ, ტენდენციურები და მიკერძოებულები არიან და მათი კვლევები, როგორც წარსული გამოცდილებიდანაც ჩანს, სანდო არ არის "- განაცხადა ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში 2030.


„ის ისტერიკა, რომელიც დღეს პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააჩაღა, იმას ადასტურებს, რომ მათ კვლევებით მანიპულირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ. თითქოს, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს კარგავს და "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით ხელისუფლებაზე წაპოტინების შანსი აქვს", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ კვლევებში ბევრი შეუსაბამობა იყო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ისე წარმოჩინება, თითქოს, ის კვლავ პოლიტიკოსია.



„ისე წარმოაჩინეს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სასიკეთოდ 2 მილიარდი  უანგაროდ დახარჯა, არ უყვართ ისე, როგორც მაგალითად - გიგა ბოკერია. თურმე, ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, უსუფაშვილი სააკაშვილის დონეზეა, ივანიშვილი კი, სძულთ. ამით ყველაფერი ნათქვამია. ესაა წინასწარ, გამიზნულად შექმნილი სურათი, რომელზეც "ნაციონალურ მოძრაობას" კამპანიის აგება სურს", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner