logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „ნაცები“ უკვე ლანძღავენ ტოტის, მალდინის და რივალდოს, ეგენი კალაძის მხარდასაჭერად ჩამოდიანო!
- +

19 სექტემბერი. 2017. 21:16



არა, არაო, ხალხო, არ დაიჯეროთ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ბორჯომის ტყის აღსადგენად კი არა, კახა კალაძის მხარდასაჭერად ჩამოდიანო. ასეთ უბადრუკ მოსაზრებებს გამოთქვამენ არა მხოლოდ "ნაციონალები", არამედ ე.წ. შუაშისტებიც, ვითომ არსაით რომ არ არიან და ამავე დროს ყველგან ჰყოფენ ბინძურ ცხვირებს.


აჰა, „ნაციონალები" და მათთან გათანაბრებული პირები უკვე ლანძღავენ ფრანჩესკო ტოტის, კარლეს პუიოლის, რივალდოს, დიდას, ანდრეი შევჩენკოს, ხავიერ ძანეტის, ზვონიმირ ბობანის, სერჟინიოს, პაოლო მალდინის, ლუკა ტონის, ერნან კრესპოს, ვინსენტ კანდელას, მარეკ იანკულოვსკის, ალესანდრო კოსტაკურტას, დემეტრიო ალბერტინის, დინო ბაჯოს, მასიმო ამბროზინის, მასიმო ოდოს, მარკო დელვეკიოს, სებასტიან ფრეის, ანჯელო დი ლივიოს, ენრიკო ანონის, კრისტიან აბიატის, სებასტიანო როსის, ჯუზეპე ფავალის, მაურო ტასოტის, ანჯელო კარბონეს, ივან კორდობას, დარიო შიმიჩის და სხვებს. ფაქტობრივად, ვინღა დარჩათ გაულანძღავი? პელე, გარინჩა, მარადონა, ზიდანი... პრინციპში, გასალანძღები კიდევ ბევრნი არიან.


ისე, კარგად თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ: კახა კალაძეს ვარსკვლავები ჩამოჰყავს, ზაალ უდუმაშვილის მხარდასაჭერად კი მეგი გოცირიძე ბრუნდება კიევიდანო. ჰა, ჰა, ჰა... სიმართლე, ეს კაცი ფეხბურთელი იყო და საინტერესოა, ვინ უნდა ჩამოიყვანოს, კოფი ანანი თუ ანჯელინა ჯოლი?!


ესე იგი, რა ხალხია ეს "ნაცობა" და "ანცობა"? რაც არ უნდა გააკეთოს სხვამ, არაფერი არ ვარგა, ყველაფერი საორჭოფოა, ნებისმიერი რამ რაღაცისთვის კეთდება, რაღაცისთვისაა გამიზნული. თუ შნო გაქვს და ამდენი ვარსკვლავი ჩამოგყავს, თანაც გადამწვარი ტყის აღდგენაში წვლილის შესატანად, რა არის ამაში ცუდი? ესე იგი, გცემენ პატივს და ჩამოდიან. აი, საინტერესო ისაა, ზალა უდუმაშვილის მხარდასაჭერად მართლა ვინ ჩამოვა, ლარი კინგი? არა, ისევ და ისევ მეგი გოცირიძე!


გელა ზედელაშვილი 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner