logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: შალვას თუ გუგავა მოჰყავს, კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოჰყავს...
- +

19 სექტემბერი. 2017. 23:56



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას შალვა ნათელაშვილის კრიტიკას უპასუხა და უზრდელი უწოდა. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის საქციელი მთიელის საქციელს არ ჰგავს.


„თუ შალვას გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კალაძეს მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოჰყავს. მაგას რადგან გუგავას გარდა არავინ ჰყავს, რა ვქნათ ახლა, კალაძემ თავის მეგობრებზე უარი თქვას? ამ ბიძინა ივანიშვილს გადაკიდებულია, კიდევ - კაცი სამი წელია წასულია ხელისუფლებიდან და ლანძღავს ყველა ეპითეტით. მთიელები ესე არ იქცევიან. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთაში ესეთ სიტყვებზე პასუხს სთხოვენ. არ მინდა, რომ ქართველ მოქალაქეს ჰქონდეს წარმოდგენა, თითქოს მთიელები ყველანი ნათელაშვილის ნაირები ვართ და ადამიანის სულიერებას ვეხებით, ადამიანებს ვლანძღავთ და მათი გვშურს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner