logo_geo
eng_logo
პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება
- +

20 სექტემბერი. 2017. 00:20



პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


პროექტის მიხედვით, რომელიც ხორვატიულმა კომპანიამ მოამზადა, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.


პანკისი-თუშეთის ახალი გზის მშენებლობა ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია.


მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.


გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner