„კახა ცისკარიძეს, როგორც მუსიკოსს მხარს ვუჭერ, მაგრამ მისი აზროვნება ჩემთვის სრულიად მიუღებელია", - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც სიხარულიძე აცხადებს, მარიხუანა ლეგალური არ უნდა იყოს.
„ვის ვედარებით, ამერიკას იმას-ამას, აი ლეგაზლიზაციაო... ჯერ პირველი, შევარცხვინე ის ქვეყანა, რომელსაც შემოსავალი ექნება მარიხუანის გაყიდვით! რომ გავყიდით და სხვას გავაუბედურებთ, ეს არის თურმე მშვენიერი რამ... კახა იყრის კენჭს მერობაზე, შევარცხვინე ის ბათუმელი ვინც ამას ხმას მისცემს... ხვალ რომ მითხრან მუსიკაში ჯილდოს ვის მისცემ, ვიტყვი, კახა ცისკარიძეს, მაგრამ მერობას კი არა ქალაქელობასაც ავუკრძალავდი ბათუმისას", - განაცხადა სიხარულიძემ.