მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:14 სთ-ზე (თბილისის დროით 22:14 სთ.) დაფიქსირდა. ინფორმაციას Euro News ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი პუებლა-დე-სარაგოსას სამხრეთ-დასავლეთით 49 კილომეტრშია. გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 42 ადამიანია.