„NDI-ის რჩეული და დასავლეთის იმედი..."- ასე აფასებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე NDI-ის მიერ გავრცელებულ კვლევის პოლიტიკურ შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე, როგორც პოლიტიკოსი საზოგადოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.
მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაწყვეტილება არ მიუღია ამომრჩევლების ნახევარს, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 13 პროცენტი -"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 პროცენტი - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
NDI-მ რესპონდენტების შეხედულებებთან ყველზე ახლოს მდგომი პარტიების რეიტინგიც გამოაქვეყნა. ასევე, მონაცემების მიხედვით, უწყებებს შორის მოქალაქეები ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს აფასებენ, ინსტიტუციებს შორის ჯარს, ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება კი პრემიერმა კვირიკაშვილმა მიიღო, საქმიანობის უარყოფითად შეფასების სხვებთან შედარებით მცირე მაჩვენებლის ხარჯზე.
რაც შეეხება პარლამენტს, კველევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. ასევე, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.