ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მეხიკოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას twitter-ში ეხმაურება:
„ღმერთმა დალოცოს მექსიკელი ხალხი. ვართ და ვიქნებით თქვენთან ერთად", - წერს ტრამპი.
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. დაინგრა შენობები, გზები და ესტაკადები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 42 ადამიანს შეადგენს, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.