logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: პირდაპირ „მიშმაკის“ შუქურა უნდა დაგედგათ და გაანათებდა...
- +

14 აპრილი. 2016. 01:03


მანჩო გიორგობიანი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს მიმართავს და 115 000 ათასი აბონენტის ელექტროფიცირების მაგივრად, ხუმრობით სხვა რჩევას აძლევს: 



„არ უნდა დაგეხარჯათ ფული, პირდაპირ „მიშმაკის" შუქურა უნდა დაგედგათ და გაანათებდა... მაინც იმას ამბობს, მთელი საქართველო მე ავაშენეო, სვეტიცხოველი, რუსთაველი და ხახულის ხატი დათმო, ძლივს გაიმეტა... ერჩივნა არ არსებობდეს..."- წერს გიორგობიანი.



"2013 წლიდან 2015-ის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 100 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებელობა. გარდა ამისა, გაზიფიცრდა ყველა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი (13 ათასი ოჯახი). საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით 115 000 ათას აბონენტზე. ელექტროფიცირდა საქართველოს მასშტაბით 24 უშუქო სოფელი, 4 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება დასრულდება სექტემბერში."- განაცხადა კახა კალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner