საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში