მექსიკის დედაქალაქში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, შემთხვევის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ვულკანმა პოპოკატეპეტლმა გაიღვიძა. ვულკანიდან კვამლი ამოიფრქვა.
სეისმოლოგების განცხადებით, ვულკანზე „წითელი საგანგაშო" მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ყველაზე მაღალი დონეა.
გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.