logo_geo
eng_logo
„საგარეჯოში არჩევნების გაყალბების გამოძიება უნდა დაიწყოს“ - სანდრო ბრეგაძე პრემიერს მიმართავს
- +

20 თებერვალი. 2016. 15:15



დიასპორის საკითხბეში სახლმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს:


„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! 2012 წელს, როდესაც ჩვენ (ქართველმა ერმა) დავამარცხეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, უპირველესი მიზანი იყო, რომ საქართველოში არასოდეს გაყალბდებოდა არჩევნები. ეს მიზანი შესრულდა საპრეზიდენტო არჩევნებისას, ეს მიზანი შესრულდა ადგილობრივი არჩევნებისას. მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რომ ქართველებს შეგვიძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. საქართველოს თავდაცვის სამარცხვინო მინისტრმა ხიდაშელმა და რესპუბლიკურმა პარტიამ ეს მონაპოვარი წყალში ჩაყარა. მათ გააყალბეს არჩევნები საგარეჯოში, ჩაიდინეს გაუგონარი ტიპის დანაშაული და ის, რისთვისაც ვიბრძოდით, გააცამტვერეს. აუცილებელია, დაიწყოს საგარეჯოში არჩევნების გაყალბების გამოძიება, ხოლო გაყალბებაში ეჭვმიტანილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოძიების დასრულებამდე გადაყენებულ უნდა იქნეს დაკავებული თანამდებობიდან. მოძრაობა „ეროვნულები" კატეგორიულად მოვითხოვთ სამარცხვინო გამყალბებლის თინა ხიდაშელის გადადგომას!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner