„ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები ერაყსა და სირიაში სუსტდება", - ამის შესახებ „ბიბისის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის კოალიციური ძალების მცდელობის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ყოველ დღე „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები იღვიძებენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს მათი ბოლო დღე იყოს. „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებისთვის ბოლო რამდენიმე თვე ცუდი პერიოდი იყო", - განაცხადა ობამამ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურში ვიზიტისას.