logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური პროკურორი: სააკაშვილის ამჟამინდელი სტატუსი მის ექსტრადირებას არ ითვალისწინებს!
- +

20 სექტემბერი. 2017. 20:46


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი სტატუსი მის ექსტრადირებას არ ითვალისწინებს. ლუცენკოს თქმით, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკვე წარადგინა უკრაინის მიგრაციულ სამსახურში განცხადება, რომელშიც დამატებით დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს ითხოვს.


„ეს განცხადება მის ექსტრადირებას შეუძლებელს ხდის. ახლანდელი მისი სტატუსი და მის მიერ გაფორმებული დოკუმენტები არ ითვალისწინებს მის შესაძლო ექსტრადირებას საქართველოში" ,- განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.


იური ლუცენკომ კიდევ ერთხელ ურჩია სააკაშვილს, მიმართოს სასამართლოს და უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერება გაასაჩივროს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner