logo_geo
eng_logo
მექსიკაში ,დამანგრეველმა მიწისძვრამ 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 30-მდე ბავშვია
- +

20 სექტემბერი. 2017. 20:54


ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მათ შორის 30-მდე ბავშვია.


ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 120 კილომეტრის დაშორებით, მიწისქვეშ-51 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.


ყველაზე მეტად დედაქალაქი მეხიკო, პუებლასა და მორელოსის შტატები დაზარალდა. დანგრეულია რამდენიმე ათეული შენობა-ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტაძრები. 4 მილიონამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაიხურა მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი.


მიწიძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლიც გააღვიძა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ვულკანის ფერდობზე მდებარე ეკლესია დაინგრა, სადაც სტიქიის მომენტში მესა მიმდინარეობდა. დაიღუპა 15 ადამიანი.


ამჟამად ვულკანი კვამლს და ფერფლს აფრქვევს. სეიმსოლოგებმა „წითელი განგაში" გამოაცხადეს, რაც საფრთხის მაქსიმალურ დონეს ნიშნავს. მსოფლიო ლიდერები მექსიკას სოლიდარობასა და თანაგრძნობას უცხადებენ და ნებისმიერი სახით დახმარებას სთავაზობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner